25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ირანი და აშშ სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ

ირანი და აშშ სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყაზემ ღარიბაბადიმ ქვეყნის სახელმწიფო მედიას განუცხადა.

ყაზემ ღარიბაბადის ცნობით, შვეიცარიაში ირანსა და აშშ-ს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები დასრულდა.

„მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს, რომ ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება: სანქციების გაუქმების, ბირთვული საკითხების, რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარების, ასევე მონიტორინგისა და ხელშეკრულების განხორციელების ჯგუფები“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, 21 ივნისს, შვეიცარიაში, კატარისა და პაკისტანის შუამავლობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს