ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის თარიღი უკვე ცნობილია.
“სანამ ჩარჩოზე არ შევთანხმდებით, თარიღს ვერ დავნიშნავთ“, — განაცხადა ხატიბზადემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე.
ირანული მხარის განმარტებით, ისინი ერიდებიან ისეთ შეხვედრას, რომელიც შესაძლოა მარცხით დასრულდეს, რადგან უშედეგო მოლაპარაკებები შესაძლოა ახალი ესკალაციის საბაბი გახდეს.
ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგების ჩარჩო-დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე.
















