13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პენტაგონს სიცრუეში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პენტაგონს სიცრუეში ადანაშაულებს.

“პენტაგონი ცრუობს. ნეთანიაჰუს აზარტული თამაში ამერიკას აქამდე პირდაპირ 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ აღემატება გაცხადებულ რაოდენობას.

ირიბი ხარჯები აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისთვის გაცილებით მაღალია. ყოველთვიური გადასახადი თითოეული ამერიკული ოჯახისთვის 500 დოლარია და ეს ციფრი სწრაფად იზრდება.
“ჯერ ისრაელი“ ყოველთვის ნიშნავს “ამერიკა ბოლოს“,_  წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი X-ზე.

ოთხშაბათს, პენტაგონის წარმომადგენელმა ჯულს ჰერსტმა კონგრესში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ოპერაცია “ეპიკური მრისხანება” ამ დროისთვის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დაჯდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს