ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ საუდის არაბეთსა და თეირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ „ჰუსიტ“ ამბოხებულებს შორის კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს.
„ჩვენ გვჯერა, რომ იემენის, ბაბ-ელ-მანდების და სხვა რეგიონული საკითხების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, – განაცხადა არაღჩიმ სახელმწიფო გაზეთ „ირან დეილიში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.















