11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ადასტურებს, რომ პაკისტანში მიემგზავრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ადასტურებს, რომ პაკისტანში მიემგზავრება.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, ომანის დედაქალაქ მასკატსა და მოსკოვში მიემგზავრება, რათა მჭიდროდ ითანამშრომლოს პარტნიორებთან ორმხრივ საკითხებზე, კონსულტაციები გამართოს რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ჩვენი მეზობლები ჩვენი პრიორიტეტია“, – აცხადებს აბას არაღჩი.

არაღჩის განცხადებაში აშშ-თან მოლაპარაკებების შესაძლო განახლებაზე საუბარი არ არის, თუმცა როგორც ცნობილია, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის მაღალჩინოსნებს.

banner
წინა სტატიაშიქეროლაინ ლევიტი: ამერიკულ მხარეს ირანელები დაუკავშირდნენ და პირადი საუბარი მოითხოვეს
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: ასე მოწოდებებით საუბარი არ გამოვა, თითქოს ვიღაც არის წინამძღოლი და დანარჩენი დემოკრატიული ოპოზიცია უკან უნდა მიჰყვეს