6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ირანის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

“ძვირფასო თანამემამულენო,

ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კიდევ ერთი თავხედური თავდასხმა განახორციელა ჩვენი ძირძველი სამშობლოს – ირანის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, თუმცა ირანელი ხალხი უდიდესი ისტორიული განსაცდელების დროს, ყოველთვის მტკიცედ და ერთხმად დგას.
გამოცდილის ხელახალი გამოცდა შეცდომაა,” – წერს ირანის საელჩო საქართველოში.

მათ ასევე გაავრცელეს ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადება, სადაც წერია, რომ გეგმავენ სათანდო ზომების მიღებას იმ მოქალაქეთა გადასაყვანად, “რომლებიც სიონისტური რეჟიმის აშკარა აგრესიისა და პირდაპირი ფრენების არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დროულად დაბრუნებას”.

banner
წინა სტატიაშიგანადგურებულია ირანული ბალისტიკური რაკეტების გამშვები კომპლექსი
შემდეგი სტატიამაკრონი: ირანის რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ სხვა გზა არ აქვს