“გუშინ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნას.
მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ სამხედრო დაპირისპირება არ ყოფილა; ეს იყო კაცობრიობის ბრძოლა ფაშიზმის, სიძულვილის, მახინჯი იდეოლოგიისა და ისეთი ადამიანის აღვირახსნილი ამბიციების წინააღმდეგ, როგორიც ჰიტლერი იყო და რომელმაც ხალხთა ცივილიზაცია და კულტურა მიზანში ამოიღო. დღესაც ცივილიზაცია საფრთხის წინაშე დგას. ცივილიზაციის საფუძვლები ნადგურდება.
საერთაშორისო საზოგადოება თავიდანვე რომ დაპირისპირებოდა ჰიტლერს, ომი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს არ შეიწირავდა. დღესაც სწორედ ამერიკისა და ისრაელის აგრესიასთან წინააღმდეგობის გაწევა, სხვა ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერით, არის ის, რაც კატასტროფის თავიდან აცილებას უწყობს ხელს.
იმ ომიდან ოთხმოცი წლის შემდეგაც კი, ისტორია კვლავ გვახსენებს, რომ ექსტრემიზმის, ომის გაჩაღებისა და ისეთი პოლიტიკის მიმართ დუმილი, რომელიც ადამიანების, კულტურისა და ხალხთა იდენტობის განადგურებას ისახავს მიზნად, მსოფლიოსთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.
იმ ომის მსხვერპლთა ხსოვნა დღეს, როგორც არასდროს, მოგვიწოდებს საერთო პასუხისმგებლობისკენ მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ხალხთა თანაცხოვრების დაცვის საქმეში”,_ წერს სოციალურ ქსელში ირანის საელჩო საქართველოში.















