6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-სთან დაკავშირებულ ალუმინის საწარმოებზე თავდასხმა განხორციელდა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებში თავდასხმა განხორციელდა აშშ-სთან დაკავშირებულ ალუმინის საწარმოებზე.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-სთან დაკავშირებულ ალუმინის საწარმოებზე თავდასხმა განხორციელდა

ირანული მედია წერს, რომ ირანელი სამხედროების სამიზნე გახდა ალუმინის საწარმოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში.

გავრცელებული ცნობით, საამიროებში განთავსებულია მსოფლიოში ყველაზე გრძელი ალუმინის წარმოების ხაზი 1.3 მილიონი ტონა სიმძლავრით, ხოლო ბაჰრეინის საწარმო ოპერირებს ამერიკული ინვესტიციებითა და აქციებით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის არმიისთვის სამხედრო-სამრეწველო პროდუქციის მიწოდებაში.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ამომრჩევლების მასობრივ მოსყიდვაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიამეუფე შიო: ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ილია მეორის პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე