17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ირანის პრეზიდენტმა აშშ-თან შეთანხმების შემთხვევაში გამდიდრებული ურანის დათმობა დაადასტურა

მასუდ პეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-თან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოფიციალური თეირანი მზად იქნება, მაღალგამდიდრებულ ურანზე უარი თქვას და ის ოფიციალურად დათმოს.

ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა ისლამური რესპუბლიკა ვაშინგტონთან გარიგების სანაცვლოდ 60%-ით გამდიდრებულ ურანზე უარი თქვას, ირანის ლიდერმა თანხმობით უპასუხა. ფეზეშქიანის თქმით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, თეირანი ყველა დაკისრებულ მოთხოვნას შეასრულებს.

ცნობისთვის, 60%-მდე გამდიდრებული ურანი მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ის იარაღის შესაქმნელად საჭირო 90%-იან ნიშნულს საკმაოდ უახლოვდება. ინფორმაციისთვის, თეირანმა ურანის გამდიდრების პროცესი 2018 წელს, ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ გაააქტიურა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი ცდილობს საკუთარი პოზიცია და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწვდინოს მათ, ვისგანაც გარკვეულ რეაგირებას ელოდება
შემდეგი სტატიარუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს- არიან დაშავებულები