10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა კონფლიქტის გამწვავებას არ ცდილობს, თუმცა თავდაცვისთვის მზად არის

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა კონფლიქტის გამწვავებას არ ცდილობს, თუმცა თავდაცვისთვის მზად არის.

„ჩვენ არ ვეძებთ არეულობას, არ გვინდა ომი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ თავს თუ დაგვესხმებიან, მტკიცედ დავდგებით. რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი სტუდენტები? რა იყო ამის მიზეზი? ჩვენ ვინმეს დავესხით თავს? რაიმე კანონი დავარღვიეთ? ყველასთან ვამბობთ – მიგვიღეთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ჩვენ მის წინააღმდეგ არ ვმოქმედებთ. თქვენც უნდა დაემორჩილოთ იმავე წესებს. მათ სურთ, გაანადგურონ ყველაფერი, რაც განვითარებას და ცნობიერებას უწყობს ხელს. სად წერია საერთაშორისო სამართალში, რომ ომის დროს შეიძლება ხიდებზე თავდასხმა? საავადმყოფოების, კლინიკების, უნივერსიტეტების დაბომბვა? ქარხნების განადგურება?“,- განაცხადა ფეზეშქიანმა.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროპული ქვეყნები ისრაელის მიმართ მათი პოზიციების გამო შეაქო. კერძოდ, ფეზეშქიანმა შეაქო ექვსი ქვეყნის, მათ შორის ესპანეთის, იტალიისა და თურქეთის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დარტყმების კრიტიკის გამო.

banner
წინა სტატიაშიფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, თუმცა ეს პროცესი მოკლე დროში ვერ დასრულდება
შემდეგი სტატია„სქაი ნიუსი“: ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლა“ სრულად უნდა განიარაღდეს