21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ირანის პრეზიდენტი: სამხედრო მოქმედებები აშშ-ის “თვითშექმნილ პრობლემებს” გაამწვავებს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანი მზადაა გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და რომ დიპლომატია დავების გადაჭრის მისთვის სასურველი გზაა. 

როგორც ირანის რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო იუწყება, პეზეშკიანმა მაკრონს უთხრა, რომ მუქარა, ზეწოლა და სამხედრო მოქმედებები „უსარგებლოა“ და გააუარესებს აშშ-ს „თვითშექმნილ პრობლემებს“.

პეზეშკიანმა დასძინა, რომ ევროპამ უნდა წაახალისოს აშშ, დაიცვას საერთაშორისო კანონები და რეგულაციები.

banner
წინა სტატიაში“დატბორილი ლაგოდეხის გზა დღეს”
შემდეგი სტატიაექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა – საქსტატი