5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ირანის პრეზიდენტი – ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს

ირანს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა თავდაცვისა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ირანი პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს.

„თქვენო უდიდებულესობავ, მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოების მეთაურებო, ჩვენ თქვენთან ერთად დიპლომატიის საშუალებით მივისწრაფოდით ომის თავიდან აცილებისკენ, თუმცა ამერიკულ-სიონისტურმა სამხედრო აგრესიამ სხვა არჩევანი აღარ დაგვიტოვა, გარდა თავის დაცვისა.

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენი ქვეყნების სუვერენიტეტს. ირანს არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავი დაიცვას. მიგვაჩნია, რომ რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა მიღწეული უნდა იქნას მისი სახელმწიფოების კოლექტიური ძალისხმევით“, – წერს ირანის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს
შემდეგი სტატიაპარლამენტმა “რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა