ირანის პრეზიდენტი – ღაზაში კონფლიქტთან დაკავშირებით საჭიროა მოქმედება და არა საუბარი

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ღაზაში კონფლიქტთან დაკავშირებით საჭიროა მოქმედება და არა საუბარი. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა თეირანის აეროპორტში განაცხადა, საიდანაც ის ელ-რიადში არაბული და ისლამური ქვეყნების სამიტზე გაემგზავრა.

„ღაზა არ არის არენა სიტყვებისთვის. ის უნდა იყოს ქმედებებისთვის“, – განაცხადა რაისიმ.

ირანის პრეზიდენტმა აშშ ომის გაფართოებაში დაადანაშაულა.

„ამერიკა ამბობს, რომ მას არ სურს ომის გაფართოება და ის უგზავნის ძლიერ გზავნილებს ირანს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. თუმცა ეს განცხადებები არ შეესაბამება ამერიკის მოქმედებებს. ომის მანქანა ღაზაში ამერიკის ხელშია, რომელიც აფერხებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და აფართოებს ომს“, – განაცხადა რაისიმ.

ირანის პრეზიდენტის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ისლამური ქვეყნების ერთიანობა.

ეს ირანის ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება საუდის არაბეთში მას შემდეგ, რაც თეირანსა და ელ-რიადს შორის მარტში ჩინეთის შუამავლობით ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა.

„სამიტი ძლიერ სიგნალს გაუგზავნის რეგიონში ომის წამქეზებელს და შედეგად გამოიღებს პალესტინაში ომის დანაშაულების შეწყვეტას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ასევე ახლავს რაისის საუდის არაბეთში ვიზიტისას.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა სტელსის ტიპის ბომბდამშენის B-21-ის პირველი საფრენი გამოცდა ჩაატარა, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ