ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, მისი ქვეყანა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს წინააღმდეგობას მხოლოდ იმიტომ უწევს, რომ ისინი ირანის დაჩაგვრასა და დამორჩილებას ცდილობენ, რასაც თეირანი არ შეეგუება.
ფეზეშქიანმა დასავლეთი და ისრაელი მწვავედ გააკრიტიკა და მათ „იგივე ეშმაკები“ უწოდა, რომლებიც ირანს ტერორიზმში ადანაშაულებენ.
„ჩვენ ვართ ტერორისტები თუ თქვენ, ვინც თვალის დახამხამებაში 168 უდანაშაულო ბავშვს ხოცავთ მხოლოდ იმიტომ, რომ მოწინავე ტექნოლოგიები გაქვთ? ჩვენ ვართ ტერორისტები თუ თქვენ, ვინც ბომბავთ და ანადგურებთ უნივერსიტეტებს, მეცნიერებსა და ადამიანებს?
ისინი თუ ომის კაცები არიან, ბრძოლის ველზე უნდა იბრძოლონ. რა საქმე აქვთ მათ ხალხის ინფრასტრუქტურასთან, პურთან და საარსებო საშუალებებთან? იმიტომ, რომ ირანელ ხალხს ჩაგვრით დანებებას ვერ აიძულებენ… ჩვენ არ მოვიხრით ქედს ჩაგვრის, ტირანიისა და დაშინების წინაშე. მათ ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“, — აღნიშნა ფეზეშქიანმა.


















