29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ირანის პრეზიდენტი: ჩვენ არც ბრძოლის ველი და არც მოლაპარაკების მაგიდა არ მიგვიტოვებია

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ  თეირანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ შეუწყვეტია. 

„ჩვენი პრიორიტეტია ეროვნული უსაფრთხოება და ჩვენი ხალხისთვის მშვიდობა. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ერის უფლებებს და არცერთი საფრთხის წინაშე უკან არ დავიხევთ. დიპლომატია და თავდაცვა ეროვნული ძალაუფლების ორი ფრთაა; ჩვენ არც ბრძოლის ველი და არც მოლაპარაკების მაგიდა არ მიგვიტოვებია. ღვთის ნებით, ერთიანობითა და რაციონალურობით ირანი ამ განსაცდელიდანაც გამარჯვებული გამოვა“, – წერს მასუდ პეზეშკიანი X-ზე.

banner
წინა სტატიაშიდღეს “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაკლიმატის ცვლილება მოსავალს ემუქრება — როგორ პასუხობს სახელმწიფო ახალ გამოწვევებს?