13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს: მოხსენით საზღვაო ბლოკადა

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აშშ-ს მოუწოდებს, რომ საზღვაო ბლოკადა მოხსნას.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ფეზეშქიანმა ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი მკაფიო რეკომენდაცია შეერთებული შტატებისადმი არის ის, რომ საკითხების გადაჭრისთვის პირობების შესაქმნელად, მან პირველ რიგში უნდა მოხსნას ოპერაციული დაბრკოლებები, მათ შორის ბლოკადა“,_  განაცხადა მან.
ირანის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ნდობის აღდგენა და მოლაპარაკებებში წინსვლა რთული იქნება, სანამ შეერთებული შტატები ზეწოლას არ შეწყვეტს.
2026 წლის 13 აპრილს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის პორტების ბლოკადა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისლამაბადში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან, რადგან ამ ყველაფერს დროის კარგვად მიიჩნევს.

გუშინ პაკისტანში იმყოფებოდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩი.

banner
წინა სტატიაშიღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაბექა კობახიძე: იცოდნენ, რომ ღარიბაშვილი კი დაიჭირეს, მაგრამ არც ისინი დაგვვიწყებიან