ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ რეგიონის ქვეყნებს თუ სურთ განვითარება და უსაფრთხოება, არ უნდა მისცენ ირანის მტრებს უფლება, ომი თავიანთი მიწებიდან აწარმოონ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ირანის ინფრასტრუქტურა ან ეკონომიკური ცენტრები სამიზნედ იქცევა, თეირანი ძლიერ საპასუხო დარტყმას განახორციელებს.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანი პრევენციულ თავდასხმებს არ ახორციელებს, მაგრამ თუ ჩვენი ინფრაქტრუქტურა ან ეკონომიკური ცენტრები სამიზნედ იქცევა, ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ. რეგიონის ქვეყნებს: თუ გსურთ განვითარება და უსაფრთხოება, ნუ მისცემთ ჩვენს მტრებს უფლებას, ომი თქვენი მიწებიდან აწარმოონ“, – წერს მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელ „იქსზე“.















