ირანის პრეზიდენტი: ამერიკა მწარედ ინანებს

ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მათი ქვეყნა რაკეტების საკითხს, ბირთვული შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არ დაუქვემდებარებს და იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა შეთანხმებას დატოვებს, ის ამის გა,ო მწარედ ინანებს.

როჰანიმ ამის შესახებ განცხადება ქალაქ სებზივარში მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტების და იარაღის წარმოებას და შენახვას გააგრძელებენ. „ჩვენ არავისთან არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენი თავდაცვის იარაღების შესახებ. საჭიროებისამებრ რაკეტების და იარაღების წარმოებას და შენახვას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. აშშ, ირანთან მიმართებაში 40 წელია არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. იმ შემთხვევაში თუ, იგი ბირთვულ შეთანხმებას დატოვებს, მწარედ ინანებს“, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, რომელმაც ბოლოს ისიც დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად არიან.

banner
წინა სტატიაშირას დაპირდა ერდოღანი თურქებს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე ოპონენტების არგუმენტს სუსტს უწოდებს