ირანის პრეზდენტმა დონალდ ტრამპს “ვაჭარი” უწოდა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანმა ეჭვქვეშ დააყენა დონალდ ტრამპისა და მისი ევროპელი კოლეგების მცდელობები “ატომურ გარიგებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ. გუშინ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ახალ ხელშეკრულებაზე აპირებენ მუშაობის დაწყებას, რომელიც 2015 წლის შეთანხმების დამატება იქნება. ირანის პრეზიდენტი თვლის, რომ ტრამპს და მაკრონს უფლება არა აქვთ ხელშეკრულების გადახედვა მოითხოვონ, რომელიც რამდენიმე წლის წინ რამდენიმე ქვეყნის ძალისხმევით დაიდო. იმავე აზრზეა რუსეთიც – მას შეთანხმების გადახედვა არ სურს. ჰასან როუხანმა ტრამპს “ვაჭარი” უწოდა, რომელსაც საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მსჯელობები არ შეუძლია. “თქვენ პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არა გაქვთ. თქვენ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე არ გიმუშავიათ. როგორ შეუძლია ვაჭარს, კომერსანტს, ცათამბჯენების მშენებელს საერთაშორისო საქმეებზე იმსჯელოს?” – იკითხა ირანის პრეზიდენტმა – “ბიბისი” წერს.
რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ისევ შემოიღებს სანქციებს, თუკი 12 მაისისთვის კონგრესმენები და ევროპელი მოკავშირეები 2015 წლის ხელშეკრულების ცვლილებებს არ წარადგენენ

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ხელისუფლების შეცვლას ვითხოვთ” – სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქეთისთვის С-400-ების წარმოება დაიწყო