ირანის მთავრობის წარმომადგენლის მტკიცებით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 1,139 ადამიანი იმყოფება, 18 ადამიანი კი დაღუპულადაა მიჩნეული. ამასთან, ირანის მთავრობა აცხადებს, რომ სიტუაცია პორტში კონტროლს ექვემდებარება.
“ზოგიერთი დაზარალებული საჰაერო გზით გადაყვანილია შირაზსა და ლურესტანში”, – განაცხადა ბრიფინგზე ირანის მთავრობის წარმომადგენელმა ფატიმე მოჰაჯერანიმ.
აფეტქება ბანდერ-აბასის პორტში 26 აპრილს, დღისით მოხდა. ირანის საგანგებო სიტუაციათა ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აფეთქება გამოწვეული იყო კონტეინერებში ქიმიკატების არასწორი შენახვით.
ირანის შსს-მ დღეს განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი 80%-ით ლოკალიზებულია.
ირანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.