11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ირანის პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი

შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი, თუმცა მრავალი ხარვეზი და გარკვეული ფუნდამენტური საკითხები მოუგვარებელია,- აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი და მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი.

მისივე თქმით, ფინალურ დისკუსიამდე ჯერ კიდევ შორია.

„არსებობს საკითხები, რომელსაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, მათაც აქვთ წითელი ხაზები, მაგრამ ეს საკითხები სულ ერთი-ორია“, – განაცხადა ღალიბაფიმ.

„თუ სრუტე აქ არის და ჩვენც აქ ვიმყოფებით, ყველას ვისაც გავლა სურს, უნდა გაიაროს ის, ჩვენს გარდა? ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ბუნებრივია, მე ვუთხარი, რომ თუ ისინი არ მოხსნიან ბლოკადას, სრუტეზე მიმოსვლა შეზღუდული დარჩება. მე ვუთხარი ამერიკულ დელეგაციას, ჩვენ ამ საზღვარზე ვართ, თუ ახლოს მოხვალთ, ჩვენ აუცილებლად დაგარტყამთ“, – აცხადებს პარლამენტის სპიკერი.

banner
წინა სტატიაშისიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო კვირაცხოვლობასთან­ დაკავშირებით წირვას ატარებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: იმისდა მიუხედავად მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის ნამდვილი მოკავშირე არიან