6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ირანის პარლამენტის სპიკერი უარყოფს, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები განადგურებულია

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა უარყო, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები განადგურებულია.

როგორც ყალიბაფმა განაცხადა, ომის დაწყებიდან ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავდა მტრის თავდაცვის სისტემების განეიტრალებას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მათ ახლა შეუძლიათ, „უფრო ნაკლები რაკეტით ნებისმიერ სამიზნეს დაარტყან“.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რაკეტების და სხვა იარაღის „უმეტესობა“ განადგურებულია.

banner
წინა სტატიაშიანტონიო კოშტა და ილჰამ ალიევი ბაქოში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაABC News: FBI-მ კალიფორნიის პოლიცია გააფრთხილა, რომ ირანმა, შესაძლოა, შტატზე იერიში მიიტანოს