20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უფლებებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა

მედიის ინფორმაციით, ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი თეირანში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა.

ირანში ვიზიტის ფარგლებში მუნირმა მოლაპარაკებები ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთანაც გამართა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ღალიბაღმა მუნირს განუცხადა, რომ ირანი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უფლებებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.

ასევე, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ აშშ „სულელურად ომს განაახლებს, მაშინ შედეგები უფრო გამანადგურებელი“ იქნება.

„ჩვენმა არმიამ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში საკუთარი ძალები აღიდგინა“, – დაწერა ღალიბაფმა.

banner
წინა სტატიაშითენგო თევზაძე: თითქოს აქციის აკრძალვას, შეზღუდვას აპირებენ, რასაც ვერ დავემორჩილებით, მარში აუცილებლად გამოვა
შემდეგი სტატიამაია სანდუ: ევროპამ და უკრაინის სხვა პარტნიორებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გააძლიერონ