ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაგერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანის შეიარაღებული ძალები “ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების ხმელეთით შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან”.
მისი თქმით, მტერი საჯარო მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, მაგრამ საიდუმლოდ სახმელეთო თავდასხმას გეგმავს. მის განცხადებას საერთაშორისო მედია, ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ღალიბაფის თქმით, “მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, მაგრამ საიდუმლოდ სახმელეთო თავდასხმას გეგმავს” და ამატებს, რომ აშშ-ს “15-პუნქტიანი სია აქვს, რომელშიც თავის სურვილებს ასახავს და მიისწრაფვის იმისკენ, რასაც ომში ვერ მიაღწია”.
ირანის დანებებაზე საუბრისას, ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის მესიჯი “ცხადია” და ის “დამცირებას” ვერ მიიღებს.

















