20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ირანის პარლამენტის სპიკერი: მსოფლიო ახალი წესრიგის ზღვარზე დგას

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიო ახალი წესრიგის ზღვარზე დგას.

მისივე თქმით, პლანეტის მომავალი გლობალური სამხრეთის ქვეყნებს ეკუთვნის.

ამასთან, როგორც ღალიბაფი აღნიშნავს, ეს ცვლილება ირანის 70-დღიანმა წინააღმდეგობამ კიდევ უფრო დააჩქარა.

„როგორც პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თქვა: „საუკუნის განმავლობაში უხილავი ტრანსფორმაცია მთელ მსოფლიოში ჩქარდება“. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ირანელი ერის 70-დღიანმა წინააღმდეგობამ დააჩქარა ეს ტრანსფორმაცია. მომავალი გლობალურ სამხრეთს ეკუთვნის“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი შიო III სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები: ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ 100 სამიზნე დავბომბეთ