11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ირანის პარლამენტის სპიკერი: მსგავსი ომის დანაშაულით თეთრი სახლი ვერაფერს მიიღებს

თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები ჯოჯოხეთში ითრევს თითოეულ ოჯახს, მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან დაჟინებით ასრულებთ ნეთანიაჰუს ბრძანებებს,- აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, „სახიფათო თამაში დაასრულოს“.

სპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ომის დანაშაულით თეთრი სახლი ვერაფერს მიიღებს.

ამასთან, ღალიბაფი ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებების შესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა“.

„თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები ჯოჯოხეთში ითრევს თითოეულ ოჯახს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან თქვენ დაჟინებით ასრულებთ ნეთანიაჰუს ბრძანებებს. არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მიაღწევთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა“, – აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.

ცნობითვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი სწრაფად არ დათანხმდება შეთანხმებას, აშშ ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას აპირებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ირანს ხიდებისა და ელექტროსაგდგურების ნგრევა ელდება მთელ ქვეყანაში. ტრამპი თეირანს ვადას სამშაბათამდე აძლევს.

banner
წინა სტატიაში„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი ტრამპის განცხადებას ამაზრზენ გზავნილს უწოდებს
შემდეგი სტატიაეპისკოპოსი საბა ინწკირველი: მხარს დავუჭერ, იმას ვისაც სინოდი გამოარჩევს, ჩვენი მოვალეობაა, რომ დავემორჩილოთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას