15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ირანის პარლამენტი: ქვეყანამ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა დატოვოს

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სპიკერმა, ებრაჰიმ რეზაეიმ განაცხადა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა დატოვოს.

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებამ ირანის ბირთვული ობიექტების თავდასხმებისგან დაცვა ვერ შეძლო.

„ირანისთვის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაში წევრობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ამ ხელშეკრულებას ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია. ხელშეკრულებამ არა მხოლოდ ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა ბირთვული ძალების მხრიდან თავდასხმებისგან, არამედ ჩვენი ბირთვული ობიექტებიც არაერთხელ გახდა სამიზნე. საერთაშორისო დოკუმენტები და შეთანხმებები სრულიად იგნორირებულია.

ჩვენ არ გვაქვს ბომბის შექმნის განზრახვა და ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა როდესაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ერთადერთი გზა ატომური ბომბია, ეს პროვოკაციული და სახიფათოა. შეერთებული შტატები 60 საერთაშორისო ორგანიზაციიდან და კონვენციიდან გავიდა, ახლა კი, თუ ჩვენ მოგვინდება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა, სავარაუდოდ, დასავლეთის მხრიდან სიურპრიზსა და წინააღმდეგობას შევხვდებით! დროა, დავტოვოთ“, – წერს ებრაჰიმ რეზაეი.

banner
წინა სტატიაშიინდოეთი რუსეთისგან S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს
შემდეგი სტატიადეკანოზი დავითი: საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის სხდომაზე