6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ირანის მუქარა: აშშ-თან მომუშავე ფირმების ენერგოინფრასტრუქტურა ფერფლად იქცევა

ირანის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ნავთობისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა, რომელიც აშშ-თან მომუშავე კომპანიებს ეკუთვნით, დაუყოვნებლივ განადგურდება და ფერფლის გროვად იქცევა.

ეს განცხადება, რომელიც ირანულმა სააგენტოებმა Fars-მა და Tasnim-მა გაავრცელეს, იყო „საპასუხო რეაქცია“ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

მანამდე, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა „სრულად გაანადგურეს“ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა კუნძულ ხარგზე, ჰორმუზის სრუტეში, რომელიც გლობალური ნავთობის გადაზიდვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყლის გზაა.

ამავდროულად, BBC-ის პარტნიორი CBS იტყობინება, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის დამატებითი საზღვაო ქვეითებისა და სამხედრო ხომალდების გაგზავნა იგეგმება. ოფიციალური პირების თქმით, დამხმარე ძალებს იაპონიაში ბაზირებული სადესანტო ხომალდი USS Tripoli უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიდუშეთში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადება ავრცელებს
შემდეგი სტატიააშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფს აგზავნის