7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ირანის მთავრობამ ინტერნეტსა და საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე წვდომა შეზღუდა

ირანში ინტერნეტსა და საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე წვდომა შეზღუდულია.

ირანის მთავრობამ დაადასტურა, რომ ინტერნეტის გათიშვა საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

Iran International-ის ინფორმაციით, ირანში ბოლო 48 საათში 2 000 ადამიანი დაიღუპა.

BBC-სთან ირანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები ახალგაზრდებს თავში და გულში დამიზნებით ესვრიან.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია.

გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას განიხილავს.

ირანის პარლამენტის სპიკემა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ მათ თავს დაესხმება, ირანის მთავრობის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზები, გემები და ისრაელი გახდება.

ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ვიდეომასალა ნახა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა” – ფოთში მასწავლებლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატია1 100-მდე დრონი, 890-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი რაკეტა – უკრაინაზე რუსეთის იერიშის ერთი კვირის მონაცემები