10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ბნეი-ბრაკში, საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმა, სავარაუდოდ, კასეტური ბომბით განხორციელდა, რის შედეგადაც 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ქალაქ რამათ-განში კი 70 წლამდე ასაკის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.

banner
წინა სტატიაში„თბილისი ენერჯი“: ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანებული გაზსადენის გამო გაზის მიწოდება ვარკეთილის რაიონში 7 100 აბონენტს შეუწყდა
შემდეგი სტატიატრამპი არ გამორიცხავს, რომ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალი აღარ იყოს