ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის შესათანხმებლად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს G7-ის ლიდერებს შეხვდება.
„ჩემი გუნდი ჩაერთვება განსახილველად თავის კოლეგებთან რეგიონის მასშტაბით. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვიქნებით ისრაელის ლიდერებთან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ გვინახავს თავდასხმები ჩვენს ძალებზე ან ობიექტებზე, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად ყველა საფრთხის მიმართ და ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად“,- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ ისრაელის მხარდასაჭერად გასული კვირის განმავლობაში აშშ-დან ისრაელში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გადაიტანეს.
„ჩემი მითითებით, ისრაელის დაცვის მხარდასაჭერად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის სამხედროებმა რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედროების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს, ჩამოეგდო თითქმის ყველა შემავალი დრონი და რაკეტა“, – აღნიშნულია განცხადებაში.