ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის თელ ავივსა და იერუსალიმში.
ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად თელ ავივში არიან დაშავებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ორმა კი საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.