ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა, Telegram-არხის მეშვეობით განცხადება გაავრცელა. ის ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის გამო დაპირისპირების ფონზე ღიად ემუქრება.
“ჩვენი ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი მარცხის სიმწარე ვაგემოთ“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ დაძაბულობას ეხება.













