ირანის ლიდერები ჩანთებს ალაგებენ – ნეთანიაჰუ

ინგლისურ ენაზე ჩაწერილი ვიდეომიმართვისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერებმა ჩანთების ჩალაგება დაიწყეს.

„გეტყვით, რა მოხდებოდა ჩვენ რომ არ გვემოქმედა. ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს არაკეთილსინდისიერი რეჟიმი მათი მარიონეტი რეჟიმებისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავდა, რომელსაც ისინი ავითარებენ. ეს ბირთვული ტერორიზმია სტეროიდებზე. ეს მთელ მსოფლიოს შეუქმნიდა საფრთხეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელის ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მკაფიო მხარდაჭერა“ აქვს.

„ჩვენი მტერი თქვენი მტერია. საქმე გვაქვს რაღაცასთან, რაც ადრე თუ გვიან ყველას შეგვიქმნის საფრთხეს. ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს-დედაო თეკლა (კუბლაშვილი)მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსს ,მეუფე გიორგის(ჯამდელიანი) გამოკეტილი ყავს შინაპატიმრობაში
შემდეგი სტატიაისრაელმა თეირანში მდებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარ კამპუსს დაარტყა