გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის საჰაერო ძალების კუთვნილი F-14 Tomcat-ები ასაფრენ ბილიკზე გაანადგურა.
F-14 ირანმა ჯერ კიდევ მანამ მიიღო, სანამ ქვეყანაში ისლამური რევოლუცია მოხდებოდა. ირანი იყო ერთადერთი ქვეყანა,რომელსაც ის დღემდე ჰქონდა შეიარაღებაში.