ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალების“ ერთ-ერთი მაღალი რანგის წევრი, რომელიც „ჰეზბოლასთან“ თანამშრომლობდა, ბეირუთში ისრაელის საზღვაო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
სამხედროების თქმით, ლიბანის დედაქალაქში განხორციელებული დარტყმის შედეგად რეზა ხაზაი დაიღუპა, რომელიც ხელმძღვანელობდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალებს“, რომელიც „ჰეზბოლას“ შესაძლებლობების აღდგენაში დაეხმარებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხაზაი, ასევე, „ყუდსის ძალების“ ლიბანის კორპუსის შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
სამხედროები აცხადებენ, რომ ის პასუხისმგებელი იყო „ჰეზბოლასა“ და ირანს შორის კავშირზე, „განსაკუთრებით „ჰეზბოლას„ ტერორისტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და ირანის მიერ მოწოდებულ რესურსებს შორის დამაკავშირებელი ხიდის დამყარებაზე“.
„ხაზაი ლიბანის კორპუსსა და„ ჰეზბოლას“ ფართომასშტაბიან პროცესებს ხელმძღვანელობდა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხაზაი ირანიდან „ჰეზბოლასთვის“ იარაღის გადაცემაზე მუშაობდა და ლიბანში „ჰეზბოლას“ იარაღის წარმოების პროგრამებს ზედამხედველობდა.















