აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ხელმძღვანელობას აქციის მონაწილეთა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნულის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ გააუქმა ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომლებიც გუშინ უნდა განხორციელებულიყო (800-ზე მეტი). მადლობა ამისთვის“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ბოლო კვირებში ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანს სამხედრო ძალის გამოყენებით. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უარყო გავრცელებული ცნობები, რომ საუდის არაბეთი, კატარი და ომანი ცდილობდნენ, გადაერწმუნებინათ ის თავდასხმის განხორციელებისგან. „არავის დავურწმუნებივარ. მე თვითონ დავარწმუნე ჩემი თავი“, – აღნიშნა ტრამპმა.
უფლებადამცველების განცხადებით, ირანის ძალებმა დემონსტრაციების ჩასახშობად ათასობით ადამიანი მოკლეს.


















