ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობაზე სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოყვა.
ირანის ექსპერტთა ასამბლეა პასუხისმგებელია ქვეყნის უზენაესი ლიდერის არჩევაზე, სწორედ ამ ორგანიზაციის შტაბბინაზე ქალაქ ყუმში ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა.
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ცნობით, დარტყმის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა; შენობა წინასწარ იყო ევაკუირებული. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.















