10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო: აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად 230-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

„როიტერი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანში აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო დარტყმების შედეგად, ომის დაწყებიდან დღემდე, 230-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 1 800-ზე მეტი დაშავდა.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმების შედეგად ქვეყნის სამედიცინო და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმების შედეგად დაზიანებულია პირველადი დახმარების 50 პუნქტი, 41 სამედიცინო ცენტრი და ჯანდაცვის 199 დაწესებულება.

ამასთან, ექვსი საავადმყოფო იძულებული გახდა, ევაკუაცია განეხორციელებინა, დაზიანდა სასწრაფო დახმარების 38 მანქანა და დაიღუპა 24 სამედიცინო პერსონალი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა. ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე
შემდეგი სტატიამედია: ირანის მიერ საუდის არაბეთის საჰაერო ბაზის დაბომბვის შედეგად აშშ-ის არმიის საჰაერო კონტროლის თვითმფრინავები განადგურდა