ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ისრაელის დარტყმებს შეეწირა

ისრაელის არმიის დღევანდელი შეტევის შედეგად დაიღუპა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამი.

BBC-ს ცნობით, გუშაგთა კორპუსის განცხადებაში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ისრაელის მოქმედება უპასუხოდ არ დარჩება და მას შურისძიება ელოდება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაღერიც.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირანი აშშ-ს ისრაელის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, აშშ კი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმებში ჩართული არ ყოფილა