26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განვახორციელეთ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებზე იერიშების შემდეგ, რეგიონში ამერიკელი სამხედროების პოზიციებს დაარტყეს.

„თუ აგრესია განმეორდება, ჩვენი პასუხი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, – აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

ასევე, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ირანს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებაზე კონტროლის უფლება აქვს.

„თუმცა, აშშ-მა სხვადასხვა ფრონტის პროვოცირებით ამ ვალდებულების დარღვევა სცადა, რასაც საჭირო პასუხი გაეცა და მომავალშიც გაეცემა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დავარტყით
შემდეგი სტატიაშსს-მ რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით 1 პირი დააკავა