6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ქუვეითზე თავდასხმას უარყოფს

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ ამის უკან ისრაელი დგას.

ამის შესახებ „გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე თავდასხმის უკან ისრაელი დგას.

„სიონისტური რეჟიმის არატრადიციული და უკანონო თავდასხმა ქუვეითის გამტკნარების ქარხნებზე სიონისტი ოკუპანტების სიმდაბლისა და ბოროტების დასტურია. „რევოლუციური გვარდია“ გმობს ამ არაადამიანურ აქტს და აცხადებს, რომ რეგიონში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზები და პერსონალი, ასევე ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიებზე სიონისტური რეჟიმის სამხედრო და სადაზვერვო ობიექტები ჩვენი მძლავრი სამიზნეებია“,
– აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუვეითში განაცხადეს, რომ ირანი ქვეყნის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანას თავს დაესხა.

banner
წინა სტატიაშიგაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
შემდეგი სტატიასინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება