13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდებს

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ირანი თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დასაცავად ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს, რომ მიზანში ამოიღოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ზოგიერთ ქალაქში, პორტებსა და ნავსადგურებში დამალული ამერიკული რაკეტების გამშვები დანადგარები“, – აცხადებს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ ალ-ფუჯაირას, ჯემალ ალისა და ხალიფას პორტები დატოვონ.

ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ირანმა 9 ბალისტიკური რაკეტა და 33 დრონი გაუშვა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – არ არსებობს გარანტია, რომ ნატო ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება
შემდეგი სტატიალევან ცუცქირიძე – მტყუანი ადამიანი ვერ გამართლდება, „ქართულ ოცნებას“ ეშინია სამართლიანობის აღდგენის