ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ის დონალდ ტრამპს მიმართავს, კითხვა დაუსვას საკუთარ თავს მათი სლოგანი ისევ “ამერიკა პირველ რიგშია”, თუ “ისრაელი პირველ რიგში” გახდა?”.
,,ნეთანიაჰუს უგუნურებისა და ფარსისტული საქციელის შედეგად, ტრამპმა ამერიკელი ხალხი ირანთან უსამართლო ომში ჩაითრია. დაე, დღესვე ჰკითხოს საკუთარ თავს: რამდენიმე დღეში 500-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, სლოგანი ისევ “ამერიკა პირველ რიგში”, თუ “ისრაელი პირველ რიგში” გახდა?
ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა და ღვთის ნებით, ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილს თქვენთვის დიდი ფასი ექნება,” – წერს ალი ლარიჯანი.
















