ირანის ელჩი: უვიზო რეჟიმის სრულფასოვანი ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო მეტ ურთიერთობას ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის

საქართველოში ირანის ელჩის, აბას თალები ფარის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორც ირანის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, სავიზო რეჟიმის გაუქმება და უვიზო რეჟიმის დაწესება ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება.
“ბუნებრივია, საქართველო-ირანს შორის უვიზო რეჟიმის სრულფასოვანი ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო მეტ ურთიერთობას ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის”, – განაცხადა ირანის ელჩმა.
როგორც ცნობილია, დღეიდან საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში 100-მდე მაღაროელი გაიფიცა
შემდეგი სტატიავენეციის კომისია თბილისში შეხვედრებს მართვს