14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირანის ელჩი საქართველოში: ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ

დღეს ჩემი, როგორც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, მისიის დაწყებიდან ოთხმოცდამეათე დღეა. სამუშაო დღეს ვიწყებ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ცოტა ხნის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ათ პირობას დაეთანხმა ომის შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისათვის.  ამ 90 დღის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანის სანაპიროებამდე ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, ფართო თავდაცვით ომში იმყოფებოდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუშაობდა ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაციული სტრუქტურა ირანში – უწყვეტ და სისტემატურ რეჟიმში.

შეხვედრები და კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა დონეზე, მედიის წარმომადგენლებთან, საკონსულო მომსახურებისა და დახმარების გაწევა, ირანისა და რეგიონის მოვლენების დეტალური ანალიზი ჩემი და ჩემი კოლეგების მისიათა მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა.
ამ ოთხმოცდაათი დღის გამოცდილებამ, რომლის დროსაც ორდღიანი მოკლე მისიით, ინსტრუქციების მისაღებად საქართველოდან გავედი და დავბრუნდი, შესაძლებლობა მომცა, საქართველოში არსებული ვითარება გამეცნო. 90 დღიანი შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ, ანგარიშში, რომელსაც დღეს დავწერ ჩემი სახელმწიფოს ოფიციალური პირებისთვის თეირანში, ღირებულ გამოცდილებას გავუზიარებ. ანგარიში, რომელიც ირანში დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ კანონის თანახმად, 30 წლის შემდეგ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მაშინ შეძლებენ ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები, აღმოაჩინონ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სიღრმისეული ხედვა ამ ახალ პერიოდში.

ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ, იმ იმედით, რომ ეს გზები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, რეგიონული სტაბილურობის გაძლიერებას და ხალხებს შორის კავშირების განვითარებას”,_  წერს ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის უშიშროებამ დააკავა და სამშობლოს ღალატში ბრალი დასდო რადიო თავისუფლების ყოფილ თანამშრომელს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს