ირანის ელჩი: ირანიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდების ყველაზე რეალური გზა რუსული გაზპრომის მონაწილეობაა

ირანიდან საქართველოში გაზის მოწოდების ტექნიკური საშუალება არსებობს, – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, აბას თალები-ფარიმმა ჟურანლისტებთან გააკეთა.

მან საქართველოსთვის გაზის მოწოდების რამდენიმე მარშრუტი დაასახელა, საიდანაც ყველაზე რეალურად რუსული გაზპრომის მონაწილეობა მიიჩნია.

“”რა თქმა უნდა, ეს ტექნიკურად დასამუშავებელია და ამაზე ექსპერტებმა და სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ. ის, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, ამას გიდასტურებთ. შეიძლება გამოვიყენოთ იგივე სომხეთის მარშრუტი, შეგვიძლია გამოვიყენოთ აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ, სომხეთი იქნება თუ აზერბაიჯანი, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი იქნება. არსებობს ასევე მესამე შესაძლებლობა, სვოპის პრინციპით და ამ შემთხვევაში თანამშრომლობა უნდა მოხდეს ირანს, საქართველოს, რუსეთის გაზპრომს და სომხეთს შორის,” – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ, მათი აზრით, “ეს უკანასკნელი ყველაზე რეალური ვარიანტია”.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ბარტერი, გაცვლა მოხდეს საქართველოსა და ირანს შორის და ირანმა მიიღოს წყლის რესურსი და საქართველოს სანაცვლოდ მისცეს გაზი ან ელექტროენერგია.

banner
წინა სტატიაში“ვიმედოვნებთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავზე, ლევილის შატო საქართველოს გადმოეცემა“
შემდეგი სტატიაკახეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება