ირანის ბოლო შაჰის ვაჟს, რეზა ფეჰლევს ბერლინში, შენობიდან გამოსვლისას, წითელი სითხე შეასხეს.
ინციდენტი გერმანიის ფედერალური პრესკონფერენციის შენობის გარეთ მოხდა, მას შემდეგ, რაც ფეჰლევიმ დაასრულა ბრიფინგი, სადაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააკრიტიკა.
როგორც ჩანს, მას დაზიანებები არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ პიჯაკის ზურგი და კისერი სითხით ჰქონდა დაფარული, მან მხარდამჭერებს ხელი დაუქნია, სანამ ავტომობილში ჩაჯდებოდა და ტერიტორიას დატოვებდა.
პოლიციის განცხადებით, სითხე, სავარაუდოდ, ტომატის წვენია.
სავარაუდო დამნაშავე, რომლის ვინაობაც გერმანიის კონფიდენციალურობის წესების შესაბამისად არ საჯაროვდება, პოლიციამ დაუყოვნებლივ დააკავა.
















