ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA პირველად ავრცელებს ფორდოს ბირთვულ ობიექტზე აფეთქების კადრებს.
ვიდეო 13 კილომეტრ მანძილზე არის გადაღებული.
კიდევ ერთი ირანული სააგენტო FARS ამტკიცებს, რომ „ობიექტმა სერიოზული დაზიანება არ მიიღო“.
კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა: მათი მტკიცებით, „ირანის მშვიდობიან ბირთვულ ტექნოლოგიებს ვერც ერთი დარტყმა ვერ გაანადგურებს“.