17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ირანის არმიის შტაბის უფროსი – აშშ-ს რომ შეეძლოს ირანში ისე იმოქმედოს, როგორც ვენესუელაში, აქამდე ამას რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდა

Iran International-ის ინფორმაციით, ირანის არმიის შტაბის უფროსმა და კოორდინაციის მოადგილემ, ჰაბიბოლა საიარიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები, იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ ისე, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა.

„მათ რომ ნამდვილად შეეძლოთ და აპირებდნენ ისე იმოქმედონ, როგორც ვენესუელაში, ისინი ამას აქამდე რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდნენ“, – აღნიშნა ჰაბიბოლა საიარიმ.

მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები ირანზე ზეწოლის გაზრდის შესახებ ვაშინგტონის სისუსტის დასტურად შეაფასა.

საიარიმ ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ შეკავების ძალას და აგვარებენ ბოლო კონფლიქტების დროს გამოვლენილ სისუსტეებს.

banner
წინა სტატიაში„პოლიტიკო“ – ისლანდიის სანაპიროსთან ნატო-ს წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა
შემდეგი სტატიაპენტაგონმა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო გაერთიანებული შტაბის 50-მდე წევრი პოლიგრაფზე შეამოწმა